ჭიჭინაძე კონსტანტინე არჩილის ძე
ჭიჭინაძე კონსტანტინე არჩილის ძე

ჭიჭინაძე კონსტანტინე არჩილის ძე (18.V.1891, სოფ. ხიმში, ამბროლაურის რ-ნი - 18.I.1960, თბილისი), სწავლობდა თსუ-ში ფილოლოგიის ფაკ-ტზე. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში მიწისმზომავად (1913-1915). იყო მე–6 სათადარიგო ბატალიონში პრაპორჩიკი (1916-1918); მუშათა და გლეხთა ინსპექციაში რევიზორი (1919-1921); რაჭის მაზრის თესვის კამპანიის ხელმძღვ. (1921-1923); ჟურნ. "მნათობის" სტილისტი (1924-1925). გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი (1908) და გამოსცა პირველი პოეტური კრებ. "რჩეული ლექსებიდან"(1924); დაწერილი აქვს პოემები: "რიონის აპოლოგია"; "შუა აზია"; "მარინა რასკოვა". ნაყოფიერად მუშაობდა რუსთველოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "ალიტერაცია ქართულ შაირში და ვეფხისტყაოსნის პრობლემა"; "რუსთაველის გარშემო"; "რუსთაველი და მისი პოემა". გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" ჭიჭინაძისეული გამოცემა (1934). მან ასევე თარგმნა – "ამბავი იგორის ლაშქრობისა"; "სიმღერა ნიბელუნგებზე"; დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" პირველი ნაწ. და ბაირონის, პუშკინის, ნეკრასოვის ნაწარმოებები. იყო საქართვ. საბჭ. მწერლების კავშირის წევრი (1934-დან); საქართვ. საბჭ. მწერლების კავშირის პოეტების სექციის თავ-რე (1944-1948). დაჯილდოებული იყო მედლით "შრომითი მამაცობისთვის" და საპატიო ნიშნის ორდენით.

თხზ.: ჭიჭინაძე, კ. (1927). რჩეული ლექსები მეორე წიგნიდან . ტფ., პოლიგრაფსკოლის სტამბა; ჭიჭინაძე, კ. (1928). რუსთაველის გარშემო. ტფ., პოლიგრაფსკ. სტ.; ჭიჭინაძე, კ.(1937)შუა აზია : ლექსები. თბ., ფედერაციას გამ-ბა და სტ.; ჭიჭინაძე, კ. (1951). ლექსები და პოემები. თბ., სახელგამი.